პაროლით დაცვა
- OneNote-ი გაძლევთ საშუალებას, თქვენი ჩანაწერების ნებისმიერ ნაწილს პაროლი დაუყენოთ. როცა რვეულის რომელიმე ნაწილს პაროლს დაუყენებთ, ინფორმაცია, რომელიც ამ ნაწილშია მოთავსებული დაიშიფრება (ამისთვის 3DES შიფრირების სტანდარტი გამოიყენება). პაროლის დაყენება რამდენიმე შემთხვევაშია მიზანშეწონილი:
- შეგიძლიათ გქონდეთ OneNote-ის განყოფილება, რომელშიც პირადი ანგარიშების ნომრებს, მომხმარებლის სახელებს, სხვა პაროლებსა და მსგავს ინფორმაციას შეინახავთ. ამ სეგმენტისთვის გამოიყენეთ პაროლი, რათა ვერავინ შეძლოს ამ ინფორმაციის ნახვა მაშინ, როცა კომპიუტერს ყურადღების გარეშე დატოვებთ.
- პაროლით დაიცავით ის სეგმენტები, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაქვთ შენახული, რომელიც არ გინდათ, რომ სხვებმა შემთხვევით თქვენს ეკრანზე დაინახონ მაშინ, როცა თქვენ ჩანაწერებს ათვალიერებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий