აუდიო და ვიდეო მასალის ჩაწერა
- მნიშვნელოვანი შეხვედრების, ლექციების, ინტერვიუებისა და თუნდაც სატელეფონო საუბრების დეტალების ჩასაწერად შეგიძლიათ აუდიო და ვიდეო კლიპები შექმნათ და ისინი თქვენს ჩანაწერებს შორის შეინახოთ.
-
აუდიო ჩანაწერების გაკეთება მოგცემთ საშუალებას, ყურადღება უფრო მეტად დაუთმოთ საუბარს და ნაკლებად ჩანაწერების კეთებას.
-
ვიდეო ჩანაწერები მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ საქმიანი შეხვედრების ან ლექციების დროს პრეზენტაციები გადაიღოთ.
- აუდიო კლიპების ჩასაწერად თქვენ გჭირდებათ მიკროფონი. ლეპტოპებისა და Tablet PC-ს მსგავს კომპიუტერებს აქვთ ჩამონტაჟებული მიკროფონები. ვიდეო კლიპების გადასაღებად თქვენ ვებკამერის მსგავსი მოწყობილობა დაგჭირდებათ.
-
ჩაწერის დასაწყებად შედით Insert მენიუში პანელზე დააჭერეთ თითი მიკროფონის ღილაკს . ჩაწერის პროცესის პარალელურად გამოჩნდება აუდიო და ვიდეო ჩაწერის პანელი.
-
ვიდეო და აუდიო მასალის ჩაწერა დაკავშირებულია იმ ჩანაწერებთან, რომლებსაც თქვენ აკეთებთ. მათთან დაკავშირებული ჩანაწერების გვერდით გაჩნდება პატარა აუდიო/ვიდეო გამოსახულება. შეგიძლიათ, მასზე დააწკაპუნოთ, რომ ჩანაწერში შესაბამის მომენტზე გადახტეთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий