среда, 11 декабря 2013 г.


მოაწესრიგეთ ინფორმაცია
OneNote-ის შემთხვევაში მთელი ინფორმაცია ერთ ადგილას ინახება. ადვილია მისი მოწესრიგება ან მისი ერთად დაგროვება (თუ ასე გირჩევნიათ), შემდეგ კი მასში ცალკეული თემების მოძიება და ხელახლა პოვნა. ეს სურათებში, ვიდეოკლიპებსა და აუდიომასალაში მოცემული სიტყვების შემთხვევაშიც კია შესაძლებელი! იმის გამო, რომ OneNote-ი რვეულის ნაცნობ კონცეფციას იყენებს და სეგმენტებადაა დაყოფილი შეგიძლიათ, მისი გამოყენება ახლავე დაიწყოთ.

 ჩაინიშნეთ იდეები და შეაგროვეთ ინფორმაცია


       შეგიძლიათ, სწრაფად ჩაინიშნოთ ინფორმაცია შეხვედრების ან გონებრივი შტურმის შესახებ და იგივე გააკეთოთ იდეებისა და აზრების, დისკუსიების აუდიოჩანაწერების, ინტერვიუების ვიდეოების, დიაგრამების შემთხვევაში .კლავიატურის, კალმის ან OneNote-ის ჩამწერი ინსტრუმენტების გამოყენებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ, ვებ ბრაუზერთან და საოფისე სისტემებთან მოსახერხებელი ინტეგრაციის გზით შეაგროვოთ ამონაწერები ინტერნეტიდან,წერილებიდან, პროექტების სხვადასხვა მასალებიდან, კლიენტებისგან მიღებული ინფორმაციიდან, ლექციებიდან, საქაღალდეებიდან, სურათებიდან.
 

პაროლით დაცვა

  • OneNote-ი გაძლევთ საშუალებას, თქვენი ჩანაწერების ნებისმიერ ნაწილს პაროლი დაუყენოთ. როცა რვეულის რომელიმე ნაწილს პაროლს დაუყენებთ, ინფორმაცია, რომელიც ამ ნაწილშია მოთავსებული დაიშიფრება (ამისთვის 3DES შიფრირების სტანდარტი გამოიყენება). პაროლის დაყენება რამდენიმე შემთხვევაშია მიზანშეწონილი:
  •      შეგიძლიათ გქონდეთ OneNote-ის განყოფილება, რომელშიც პირადი ანგარიშების ნომრებს, მომხმარებლის სახელებს, სხვა პაროლებსა და მსგავს ინფორმაციას შეინახავთ. ამ სეგმენტისთვის გამოიყენეთ პაროლი, რათა ვერავინ შეძლოს ამ ინფორმაციის ნახვა მაშინ, როცა კომპიუტერს ყურადღების გარეშე დატოვებთ.
  •      პაროლით დაიცავით ის სეგმენტები, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაქვთ შენახული, რომელიც არ გინდათ, რომ სხვებმა შემთხვევით თქვენს ეკრანზე დაინახონ მაშინ, როცა თქვენ ჩანაწერებს ათვალიერებთ. 



აუდიო და ვიდეო მასალის ჩაწერა
  • მნიშვნელოვანი შეხვედრების, ლექციების, ინტერვიუებისა და თუნდაც სატელეფონო საუბრების დეტალების ჩასაწერად შეგიძლიათ აუდიო და ვიდეო კლიპები შექმნათ და ისინი თქვენს ჩანაწერებს შორის შეინახოთ.
  • აუდიო ჩანაწერების გაკეთება მოგცემთ საშუალებას, ყურადღება უფრო მეტად დაუთმოთ საუბარს და ნაკლებად ჩანაწერების კეთებას. 
  • ვიდეო ჩანაწერები მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ საქმიანი შეხვედრების ან ლექციების დროს პრეზენტაციები გადაიღოთ.
  •     აუდიო კლიპების ჩასაწერად თქვენ გჭირდებათ მიკროფონი. ლეპტოპებისა და Tablet PC-ს მსგავს კომპიუტერებს აქვთ ჩამონტაჟებული მიკროფონები. ვიდეო კლიპების გადასაღებად თქვენ ვებკამერის მსგავსი მოწყობილობა დაგჭირდებათ.
  • ჩაწერის დასაწყებად შედით Insert მენიუში პანელზე დააჭერეთ თითი მიკროფონის ღილაკს . ჩაწერის პროცესის პარალელურად გამოჩნდება აუდიო და ვიდეო ჩაწერის პანელი.
  • ვიდეო და აუდიო მასალის ჩაწერა დაკავშირებულია იმ ჩანაწერებთან, რომლებსაც თქვენ აკეთებთ. მათთან დაკავშირებული ჩანაწერების გვერდით გაჩნდება პატარა აუდიო/ვიდეო გამოსახულება. შეგიძლიათ, მასზე დააწკაპუნოთ, რომ ჩანაწერში შესაბამის მომენტზე გადახტეთ. 

მზად იყავით

      ინფორმაციის ფლობა თქვენ შემდეგი შეხვედრისთვის, საბოლოო დოკუმენტის ან წერილის დასაწერად, დავალების შესასრულებლად, კლიენტთან სალაპარაკოდ, სამოგზაუროდ წასასვლელად და ა.შ. მუდმივ მზადყოფნაში გამყოფებთ. შეგიძლიათ, თქვენს რვეულში სხვადასხვა პუნქტი მონიშნოთ როგორც მნიშვნელოვანი ან გასაკეთებელი და შემდეგ ამგვარად მონიშნული ინფორმაციიდან სწრაფად შეკრათ მოკლე კონსპექტები. 


OneNote-ს თქვენი დახმარება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ თქვენ გჭირდებათ

  • დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ დაგეკარგებათ
  • მოაგროვოთ შენიშვნები და მოგვიანებით დაუბრუნდეთ შეხვედრებისა და ლექციების დროს გაკეთებულ ჩანაწერებს.
  • მოახდინოთ ინფორმაციის ისეთი ნაგლეჯების მოწესრიგება, რომელთა ფორმატიც მიწერ-მოწერას, კალენდარს ან ოფიციალურ დოკუმენტებს არ შეესაბამება.
  • შეაგროვოთ კვლევისთვის საჭირო ინფორმაცია ინტერნეტიდან ან სხვა წყაროებიდან და მისი თქვენთვის ან სხვებისთვის ანოტირება მოახდინოთ.
  • შესასრულებელი საქმის ჩანიშვნა იმისთვის, რომ რამე არ გამოგრჩეთ.
  • სხვა ადამიანებთან პროექტზე მჭიდროდ თანამშროლობის დროს ჩანაწერებისა და საქაღალდეების გაცვლა.


როგორ შეიძლება დამეხმაროს OneNote-ი?
ცოტა რამ ყელასთვის
OneNote-ი იდეების დამუშავების ინსტრუმენტია. ესაა რვეული, რომელიც ინფორმაციის მოწესრიგებას ემსახურება. ზოგი მას "ტვინის დამატებით ნაწილს"უწოდებს. ბევრი ადამიანი მისი გამოყენების დაწყების შემდეგ მას სავალდებულო ინსტრუმენტად მიიჩნევს. იმედი გვაქვს, რომ მალე თქვენც იგივეს იფიქრებთ!